LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გადაყვანა? ყველა ექიმი აღიარებს, რომ მისი საქართველოში განკურნება და შემდეგ რებილიტაცია არის შეუძლებელი: გიორგი ჩალაძე მიხეილ სააკაშილზე.

541
BeFunky-collage (9)

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გრძელდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით დღეს აქცია რუსთავის ციხესთან გამართეს.

რა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი მოთხოვნა ? – ამ თემაზე ენმ-ის წევრმა გიორგი ჩალაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

“უპირველესი მოთხოვნა არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ საკააშვილის ჯანმრთელობის დაცვა. მინიმალური სერვისით უზრუნველყოფა და მისი სიცოცხლის გადარჩენა. ეს უნდა მოხდეს ჯერ საქართველოში ელემენტარული საბაზისო ჯანდაცვის სერვისების მიწოდებით, რომ არ გარდაიცვალოს და ტრანსპორტირება შესაძლებელი გახდეს და შემდეგ მოხდეს მისი გადაყვანა.

რატომ გადაყვანა? იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ყველა ექიმი აღიარებს, რომ მისი საქართველოში განკურნება და შემდეგ რებილიტაცია არის სრულიად შეუძლებელი.

რაც შეეხება მმართველი პარტიის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, ჩალაძე ასე პასუხობს:

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის საყურადღებო – დიმიტრი ხუნდაძე

“მე მხოლოდ და მხოლოდ კეთილგონიერების იმედად დავრჩები. ადამიანობას წინ არაფერი უდგას. “ქართული ოცნების” წევრებს ვუსურვებ მხოლოდ და მხოლოდ კეთილგონიერებას და დროზე მოსვლას გონზე. სახის შესანარჩუნებლად, რაც საჭიროა ამას მიიღებენ ჩვენგან, მთავარია სწორი ნაბიჯები გადავდგათ”, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

კახა კალაძე: ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები