უკრაინული როკ-ჯგუფის „ანტიტილას“ და ბრიტანელი მუსიკოსის, ედ შირანის ერთობლივი სიმღერა 2step ინტერნეტში ძალიან პოპულარულია. კლიპის გავრცელების შემდეგ, კი ამ კოლაბორაიციამ ყველა შესაძლო რეკორდი მოხსნა. კლიპის ნახვებმა „იუთუბზე“ გავრცელებიდან მალევე, 4 მილიონს გადააჭარბა.
კლიპში გამოყენებულია კიევში, ხარკოვსა და ირპენში გადაღებული უმძიმესი კადრები. „ანტიტილას“ ვოკალისტი ტარას ტოპოლია ამბობს, რომ ამ კლიპით სცადეს გადმოეცათ იმ ოჯახების ისტორია, რომლებიც ომმა დააშორა.