Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
სანქცირებული რუსი ოლიგარქები ქონებას მიუკვლევად ადგილებში ინახავენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქცირებული რუსი ოლიგარქები ქონებას მიუკვლევად ადგილებში ინახავენ

258
russias-jewish-oligarchs-and-their-donations-come-under-threat-of-western-sanctions-amid-ukraine-war-900x500

რამდენად ეფექტიანია სანქციები, რომლებიც რუს ოლიგარქებს დაუწესდათ – ამ საკითხზე PMC კვლევითი ცენტრმა ეფექტიანობის შეფასება გამოაქვეყნა, რომელიც ცენტრის მკვლევარმა ნიკა კაპანაძემ წარადგინა.

PMC კვლევითი ცენტრი ინდივიდუალურ სანქციებს, რომლებიც რუს ოლიგარქებს და ასევე პუტინთან დაახლოებულ სხვა პირებს დაუწესდათ, დაბალი ეფექტიანობით აფასებს. PMC კვლევითი ცენტრში ფიქრობენ, რომ ის პირები, რომლებზეც ეს სანქციები ვრცელდება, ქონებას უფრო მიუკვლევად ადგილებში ინახავენ და გრძელვადიან პერსპექტივაში ქონება ნაწილობრივ მაინც უნარჩუნდებათ.

„ბორჯომის“ მფლობელ რუს ოლიგარქს სენ-ტროპეს ვილა დაუყადაღეს

PMC კვლევითი ცენტრის ეფექტიანობის შეფასებაში რუსეთისთვის დაწესებული სხვა სანქციებიცაა მიმოხილული, მათ შორის: რუსული ფინანსური ინსტიტუტების SWIFT-დან გათიშვა. კვლევის მიხედვით, ამ სანქციის გაფართოების შესაძლებლობა დიდია, რადგან რუსეთში ჯერ ყველა ბანკი არ არის მოცული.

სანქციების მე-6 პაკეტი მზადაა: ევროკავშირი რუსეთისგან ნავთობის მიწოდებას შეაჩერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები