დღეს გიორგობაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება.
წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში 10:00 საათიდან აღევლინება.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს.
6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ.