LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, საქართველო ამ ომში ჩაითრიოს: კელი დეგნანი

145
კელი დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ მას „არ მოუსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს“. როგორც დეგნანმა განმარტა, უკრაინისთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგვართვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

აშშ-ს ელჩი საქართველოში ასევე აცხადებს, რომ „სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები , რადგან დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი.

კობახიძე სააკაშვილზე: ცხოვრების ხარისხი გაუარესდა, რაც ხალხის ხარჯზე პროდუქტს ვერ უკვეთავს.. ვინც მის გამოშვებას ითხოვს, ყველას საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩათრევა ამოძრავებს

იმდენად სწორად ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ომის პარტია მიხვდა, რომ პრაქტიკულად გამოირიცხა საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი: მამუკა მდინარაძე

„უკრაინასა და აქ, საქართველოში გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა თქვენს მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და თქვენი ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო არ აღმოჩნდეს ჩათრეული ომში, ეს არის წკიპზე, ყოველ წუთს შეიძლება, გაუთვლელმა ნაბიჯმა კატასტროფის წინაშე დაგვაყენოს: სოზარ სუბარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები