LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს, რომ საქართველოში არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე – თინათინ ზოიძე

70
274872752_318157800355033_6786516195829482350_n

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თინათინ ზოიძის განცხადებით, მზრუნველობის გარეშე უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩება.

როგორც ზოიძემ უკრაინის მოქალაქეების განთავსების საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობა, აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრებლის და კვებითი მომსახურების გარეშე.

„პირველივე დღიდან აჭარის რეგიონში შემოსული უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელმაც მოგვმართა თხოვნით, რომ ესაჭიროებოდა დახმარება, იქნა უზრუნველყოფილი. ასევე, შემუშავდა კონკრეტული პროგრამა როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე აჭარის რეგიონის დონეზე, რომლის ფარგლებშიც გამოიყო კონკრეტული ბიუჯეტი უკრაინის მოქალაქეების განთავსებისა და საჭიროებების უზრუნველსაყოფად. იმატა მომართვიანობამ, როგორც საზღვრიდან ახლად შემოსული უკრაინის მოქალაქეების, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში მყოფი მოქალაქეებიც უკვე გადმოდიან ბათუმში, გაზრდილია მომართვიანობა”, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

მისივე განმარტებით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, აჭარის მთავრობასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინის თითოეული მოქალაქისთვის მოძიებული იქნეს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

„ის მოქალაქეები, ვინც განთავსებული არიან მაღალი კლასის სასტუმროებში, მათთვის უკვე გამოიძებნა ბინები, ასევე სხვა ტიპის ალტერნატიული საცხოვრებელი ეტაპობრივად იქნება შეთავაზებული. ჩვენთვის უკრაინის თემა არის ძალიან სენსიტიური. ძალიან სოლიდარულად ვართ განწყობილი იმ პროცესების მიმართ, რაც უკრაინაში ხდება. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს შესაძლებლობების ფარგლებში, რომ არც ერთი უკრაინელი არ დარჩეს საცხოვრებლის გარეშე. აქტიურად ვართ კომუნიკაციაში იმ მოქალაქეებთან, ვინც განთავსებული არიან როგორც მაღალი კლასის სასტუმროებში, ასევე ზოგადად აჭარაში და ჩვენ მათთან კოორდინაციაში მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ უკრაინის არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს საცხოვრისის გარეშე”, – განაცხადა თინათინ ზოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები