ოკუპირებულ ცხინვალში აქცია-კონცერტი სახელწოდებით – „გამარჯვების დღე, არ ებრძოლოთ რუსებს“ გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამმართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელი იგორ ტასოევი ავრცელებს.
მისი თქმით, ღონისძიება 11 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.
„მაყურებლის წინაშე ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან 20-მდე შემსრულებელი წარდგება.
კონცერტის პროგრამაში იქნება სამხედრო-პატრიოტული სიმღერები. ასევე გაიჟღერებს ჩემი მეგობრის, ანდრეი კურიაევის კომპოზიცია – “ნუ ებრძვით რუსებს“. რაც არ უნდა იყოს, გამარჯვების დღე არავის გაუუქმებია“,- განაცხადა ტასოევმა.