LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვიყვანეთ კიდევ ერთი ახალი, მსხვილი ევროპული ავიაგადამზიდავი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს ტურისტებს – მარიამ ქვრივიშვილი

363
17-3

გერმანულმა ავიაკომპანიამ Condor Airlines-მა 2 მაისს მაინის ფრანკფურტიდან თბილისში პირველი რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიყვანეთ კიდევ ერთი ახალი, მსხვილი ევროპული ავიაგადამზიდავი, რომელიც საქართველოში ჩამოიყვანს ტურისტებს გერმანიიდან და ევროპის სხვა სახელმწიფოებიდან. გერმანია ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სწორედ ამიტომ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვქონოდა პირდაპირი მიმოსვლა ფრანკფურტის მიმართულებით თბილისიდან. სასიხარულოა, რომ საქართველოს ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ პოზიტიურად მიმდინარეობს, რაც სწორი სტრატეგიის შედეგია. სტატისტიკის თანახმად, საქართველოს ტურისტული ბაზარი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ევროპელი ვიზიტორებისთვის – 2022 წლის იანვარი-მარტის მდგომარეობით ქვეყანაში ევროკავშირის ქვეყნებიდან 616 პროცენტით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2021 წელთან შედარებით. ამასთან, აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით უკვე 67%-ია, რაც ზრდის მნიშვნელოვან ტენდენციაზე მიანიშნებს.

ვფიქრობ, აღნიშნული დინამიკა გაიზრდება ევროპის სხვა ქალაქებში რეგულარული ფრენების რაოდენობის ზრდის პარალელურად. ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა საერთაშორისო ავიაგადამყვანებთან, რათა მათ შეასრულონ რეისები თბილისსა და საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები