LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის ბიჭუნამ დედის ავტომობილი გაიტაცა, ავარიაში მოხვდა და მიიმალა

85
_124381746_car

4 წლის ნიდერლანდელ ბიჭუნას “ფორმულა 1”-ში მშვენიერი მომავალი ექნებოდა, რადგან ამ ასაკშიც კი ზედმეტად რისკიანი მძღოლია.

პატარამ დედის ავტომობილი გაიტაცა, დაპარკინგებულ ორ მანქანას დაეჯახა და საღამურითა და შიშველი ფეხებით შემთხვევის ადგილი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიცია ერთ-ერთმა გამვლელმა გამოიძახა, რადგან ქუჩაში, სიცივეში მიმავალი ბავშვი შეამჩნია.

ბიჭუნა მშობლებთან დააბრუნეს და შემთხვევის შედეგად კი საბედნიეროდ, არავინ დაზარალებულა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვმა მაშინ გაიღვიძა, როდესაც მამა სამსახურში მიდიოდა. ნახევრად მძინარემ დედის მანქანის გასაღები აიღო და არეულობაც მოაწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები