ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარია.
“მსხვერპლთა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღება”, – წერს გლადკოვი ტელეგრამის არხზე.
მანამდე სამხედრო მეთაურმა ალექსანდრე კოცმა რეგიონში “აფეთქებებისა” და “ცეცხლის” შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.