პლეხანოვზე დაკარგული მოზარდი იპოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ბიჭის დედა, მარიამ მონიავა წერს.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, თბილისის ცენტრში პატარა ბიჭი დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბავშვის დედა ავრცელებდა და საზოგადოებას მის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა.
„დამეხმარეთ, ვინც არის ახლა პლეხანოვზე, ჩემი შვილი დაიკარგა, სურათიც მიდევს, გავიდა სახლიდან და ვერავინ ვერ ვპოულობთ. ყველა ვინც შემხვდა მეხმარება და გეხვეწებით, ვინც პლეხანოვზე ხართ, იქნებ გამოხვიდეთ და სურათსაც დავდებ, გთხოვთ.“ – ამბობს ბავშვის დედა ვიდეომიმართვაში.