LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მარშალ გელოვანი დაიტბორა – გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია

1912
BeFunky-collage (23)

ამ წუთებში მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

გამზირზე დიდი რაოდენობით წყალია, რომელიც საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე მოედინება.

სავარაუდოდ, დაზიანებულია წყალგაყვანილობის სისტემა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერსა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ვიდეოებს თვითმხილველები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები