LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ხალხს უმუშევრობა და მაღალი ფასები აწუხებს, მთავარ ეკონომიკურ საფრთხედ კი რუსეთს ასახელებს

84
umushevroba-w-h-2021-09-22_15-25-59_996837

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოქალაქეების 19% თავიანთ ეკონომიკურ მდგომარეობას „ძალიან ცუდად” აფასებს; 35% ამბობს, რომ „ნაწილობრივ ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა” აქვს, ხოლო 44% აზრით – „ნაწილობრივ კარგი”.  ამავე კვლევის თანახმად, ადამიანები ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას მაღალ ფასებს და სიღარიბეს ასახელებენ.

კიდევ ერთი საკითხი ეკონომიკური საკითხი, რაც „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა“ გამოიკვლია საქართველოს ეკონომიკური პარტნიორებია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად ევროკავშირს მიიჩნევს. ამერიკის შეერთებულ შტატებს 42% ასახელებს, უკრაინას – 32%, თურქეთს – 32%, აზერბაიჯანს – 24%, სომხეთს – 6%, ჩინეთს – 14%, რუსეთს – 11%, ირანს კი – 6%. რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყნებიდან მოდის მთავარი ეკონომიკური საფრთხე, გამოკითხულთა 83%-მა რუსეთი დაასახელა; 5% თურქეთს ასახელებს, 4% – აშშ-ს, 2% კი ჩინეთს.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2022 წლის 4-დან 24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ჩატარდა. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 % წარმოადგენს, გამოპასუხების მაჩვენებელი კი 64%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები