LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცუცა კაპანაძე: „კაცი რომ კაბით გამოგყავს და ამბობს, ვენერა ვარო, მერე რატომ გვიკვირს, ბაღის ბავშვიც რომ იმავეს იმეორებს…“

293
ცუცა

ცნობილი მსახიობი და იუმორისტი ცუცა კაპანაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება. ის დიდი ხანია, აშშ-ში ცხოვრობს და ამბობს, რომ როცა წამყვანი ეთერში ზის და იგინება და შეურაცხყოფას აყენებს ყველა ადამიანს, რომელიც მას არ ეთანხმება, ეს საზოგადოებისთვის თავზე ლაფის დასხმაა: „ჩემთვის ეს არ არის თავისუფლება. ამერიკაში ბილწსიტყვაობის გამო პრეზიდენტებსაც კი ბოდიშს ახდევინებენ…“

ცუცა კაპანძე ასევე იუმორის ხარისხზეც ამახვილებს ყურადღებას და დასძენს: „ჩვენ არასდროს გვქონია წელს ქვემოთ იუმორი. ახლა რაც არის, ამდენი გინება… იუმორისტულ გადაცემებს ვერ დავარქმევ იმას, რაც ქართულ არხებზე გადის, მათ შორის, ვერც სერიალებს. კაცი რომ კაბით გამოგყავს და ამბობს, ვენერა ვარო, მერე რატომ გვიკვირს, ბაღის ბავშვიც რომ იმავეს იმეორებს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები