LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდები რუსეთის მოქალაქეებს ტურისტულ ვიზებს აღარ მისცემენ – ქვეყნიდან გააძევეს 18 დიპლომატი

53
niderlandebi

რუსეთში ნიდერლანდების საკონსულომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზების გაცემა შეაჩერა.

დიპლომატიური მისიის წარმომადგენლების განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილება საკონსულომ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 15 ნიდერლანდელი დიპლომატი გააძევა.

აპრილში ნიდერლანდებიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, საპასუხოდ 19 აპრილს, რუსეთმა ნიდერლანდების საკონსულოს 14 და საელჩოს 1 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

საკუნსულო აგრძელებს ჰუმანიტარული, სასწავლო და სამუშაო ვიზების გაცემას.

შეზღუდვა მხოლოდ ტურისტულ ვიზებზე ვრცელდება.

ცნობისთვის, ნიდერლანდი გეგმავს რუსული გაზის გამოყენება წლის ბოლომდე შეაჩეროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები