სამხრეთ აფრიკელმა ქალმა თავისივე გინესის რეკორდი გააუმჯობესა და ყინულის ქვეშ 90 მეტრი გაცურა. სააგენტო UpI-ს ინფორმაციით, ქალს რეკორდის დამყარების დროს დამხმარე კოსტიუმიც კი არ სცმია.
ემბერ ფილარიმ წინა რეკორდი 2020 წელს დააფიქსირა და მაშინ მხოლოდ 70 მეტრის გაცურვა შეძლო. იმისათვის, რომ საკუთარი რეკორდი გაეუმჯობესებინა, სპორტსმენი ბერლინში ვარჯიშობდა, ყინულოვან წყალს ეჩვეოდა. ემბერმა აღიარა, რომ რეკორდული ცურვის წინ ძალიან ნერვიულობდა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც გეგმავდა.
აფრიკელი სპორტსმენის ანგარიშზე მესამე რეკორდიც ირიცხება. მან შეკავებული სუნთქვით წყლის ქვეშ ყველაზე გრძელი გასეირნება მოაწყო – 109,6 მეტრი გაიარა.