Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უგულავა: პოლიტიკოსებო, ყოველი ბრიფინგი რუსთავის ციხიდან გავმართოთ – სულ რომ ამინდზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს საუბარი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დავიწყოთ და დავასრულოთ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა: პოლიტიკოსებო, ყოველი ბრიფინგი რუსთავის ციხიდან გავმართოთ – სულ რომ ამინდზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს საუბარი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დავიწყოთ და დავასრულოთ

78
BeFunky-collage

ოპოზიცინერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა თანამოაზრე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ყოველი სატელევიზიო ჩართვა თუ პარტიული ბრიფინგი რუსთავის ციხიდან გამართონ.

როგორც უგულავა აცხადებს, ციხის ფონზე საუბრისას გზავნილი „თავისუფლება მიშას“ უფრო მეტყველია.

“მეგობრებო, თანამოაზრე პოლიტიკოსებო და ტელევზიით ხშირად მოსაუბრენო

მინდა ასეთი იდეა (challenge) გაგიზიაროთ:

ყოველი სატელევიზიო ჩართვა, პარტიული ბრიფინგი გავმართოთ რუსთავის ციხიდან;

ყოველი გამოსვლა, სულ რომ ამინდზე, ტრიგონომეტრიაზე ან მფრინავ სპილოებზე გვიწევდეს, საუბარი დავიწყოთ და დავასრულოთ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. მეტიც თავად ციხის ფონზე საუბარი უკვე მეტყველი გზავნილია -თავისუფლება მიშას მესმის, ლოჯისტიკურად შესაძლოა რთულია, მათ შორის ტელევიზიებისთვისაც. სახლიდან, სტუდიიდან გაცილებით მოსახერხებელია საუბარი.

დრო, საწვავი და ნერვები ნაკლებად იხარჯება, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს თუნდაც მცირედი ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია პუტინისა და ივანიშვილის ტყვეს, მიხეილ სააკაშვილის, დასახსნელად. მნიშვნელოვანია პატიმრის გასამხნევებლად, მნიშვნელოვანია ამ უსამართლო და ისტორიული სირცხვილის ჩამოსარეცხად, მნიშვნელოვანია რომ ეს თემა მუდმივად იყოს დღის წესრიგში, სანამ არ მივაღწევთ მიზანს.

ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, მაგრამ თუ ბევრნი დავნერგავთ ამ ძალისხმევას, მე დარწმუნებული ვარ რომ ის ამაოდ არ ჩაივლის”, – წერს გიგი უგულავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები