Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ევროკავშირი გეგმავს კრემლის შემოსავლებს დაარტყას – რა განიხილება სანქციების მეექვსე პაკეტის კონტექსტში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი გეგმავს კრემლის შემოსავლებს დაარტყას – რა განიხილება სანქციების მეექვსე პაკეტის კონტექსტში

169
278964219_378461760962484_8366753988176152099_n

ევროკავშირი რუსული ნავთობის საფასურისთვის ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, რათა დაარტყას კრემლის შემოსავლებს და თავი აარიდოს ემბარგოს დაუყოვნებლივ შემოღებას. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, რუსეთის ფედერაციიდან ნავთობის ფასზე ზედა ლიმიტის დაწესება, რუსული ნავთობის იმპორტის შემაკავებელი ზომების ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც განიხილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის კონტექსტში.

მანამდე, რუსეთზე დამოკიდებულებისა და ენერგომოხმარების შესამცირებლად, ევროკომისიამ და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ მოსახლეობას მოუწოდეს, მოერიდონ ავტომობილების გამოყენებას და ახლო მანძილზე ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ. გარდა ამისა, ევროკავშირი მოუწოდებს მოსახლეობას, ზამთარში თუნდაც 1 გრადუსით დაუწიონ გათბობას, ზაფხულში კონდიციონერი ნაკლებად გამოიყენონ; კვირაში სამი დღე კი სახლიდან, დისტანციურად იმუშაონ.

იარეთ ფეხით, დაუწიეთ გათბობას, იმუშავეთ სახლიდან – ევროკავშირი მოსახლეობას მოუწოდებს, რუსეთზე დამოკიდებულება შემაცირონ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები