LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი გარდაიცვალა

66
220425120323-kane-tanaka-dies-exlarge-169

იაპონელი კანე ტანაკა 119 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოს უხუცესი ადამიანის წოდების მქონე ქალბატონი 1903 წლის 2 იანვარს იყო დაბადებული.

CNN-ის ინფორმაციით, ქალის ასაკი არაერთი დოკუმენტით დასტურდებოდა. ტანაკა მთელი ცხოვრება მაღაზიაში მუშაობდა და ბრინჯის პურებს ყიდდა. 1970 წელს ის პენსიაზე გავიდა და მას შემდეგ რამდენჯერმე აშშ-საც ესტუმრა. 103 წლის ასაკში სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემა მას არასდროს ჰქონია.

2020 წლის სექტემბერში ტანაკა იაპონიის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულ მოქალაქედ აღიარეს. მანამდე იაპონელთა ხანდაზმულობის რეკორდი ნაბი ტაძიმას ეკუთვნოდა, ქალი 2018 წელს 117 წლისა და 260 დღის ასაკში გარდაიცვალა.
ტანაკა 1993 წელს, 71 წლის ასაკში დაქვრივდა. მას 5 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. უკანასკნელი 17 წელი ქალმა მოხუცებულთა სახლში გაატარა.

კანე ტანაკას გარდაცვალების შემდეგ პლანეტაზე მცხოვრები უხუცესი ქალის სტატუსი სავარაუდოდ, 118 წლის ფრანგს, ლუსილ რენდონს გადაეცემა. ლუსილმა 2021 წელს Covid-19-ის დამარცხებაც შეძლო და თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები