კანის 71-ე კინოფესტივალის დირექციამ, ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა. მასზე ჟან-ლუკ გოდარის 1965 წლის ფილმის, „შეშლილი პიეროს“ კადრია, რომელზეც მთავარი როლის შემსრულებლები, ჟან-პოლ ბელმონდო და ანა კარინა არიან გამოსახულები.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 8 მაისს დაიწყება და მასში წელს მთელი რიგი ცვლილებები შევა, კერძოდ: ვარსკვლავებს წითელ ხალიჩაზე სელფის გადაღება აეკრძალებათ, ასევე არ შედგება იმ ფილმების ჩვენება, რომელთა პრემიერაც მანამდე შედგა.