მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა გლდანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა ცოტა ხნის წინ შეშელიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებულია კიდევ 4 ადამიანი.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.