LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

101
cecxlisgadmosvla1

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.

ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმში იმყოფება ქართველ მომლოცველთა ჯგუფი. წმინდა ცეცხლს საქართველოში დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს.

როგორც მამა შალვამ განაცხადა, წმინდა ცეცხლს საქართველოში სააღდგომო ლიტურგიის დაწყებამდე ჩააბრძანებს, რის შემდეგაც იგი ტაძრებში გავრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები