Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე: ლუდმილა დენისოვა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე: ლუდმილა დენისოვა

88
ლუდმილა დენისოვა - იპნ-ს ფოტო

შეშფოთებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილთან, გასული წლის დეკემბრიდან, დამოუკიდებელ ექიმებს არ უშვებენ.

„რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მიხეილი იმყოფება, დამოუკიდებელ ექიმებს გასული წლის დეკემბრიდან არ უშვებენ. ეს მიუთითებს სათანადო მკურნალობის არ არსებობაზე, რომელიც დადგენილია საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე შეკრებილი მედიკოსთა კონსორციუმის მიერ, რაც წამების ტოლფასია,“ – წერს დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და დაიცვან საერთაშორისო სამართალი – კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ არავინ უნდა იყოს წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის ობიექტი. სასამართლო დარბაზში მიხეილმა თქვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედების შედეგებით, სურს აქ ყოფნა და უკრაინის გმირი ხალხის დახმარება. მოვუწოდებ მსოფლიო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე,“ – წერს დენისოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები