გერმანია უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დამატებით 37 მილიონ ევროს გამოყოფს.
მედიასაშუალებების ინფორმაციით, ამ ფინანსური დახმარებიდან 22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, 14,4 მილიონი კი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას.
შეგახსენებთ, გერმანიამ პირობა დადო, რომ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით მილიარდ ევროს გამოუყოფს.
“ჩვენმა სამინისტრომ გადაანაწილა თანხები ამისთვის საგანგებო პროგრამის საშუალებით”, – განაცხადა გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენ შულცემ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში