LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლი არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები დახოცა: ქალაქის მერი

234
4210c72-bojchenko-vadim--mariupolrada.gov.ua-

მარიუპოლი არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები დახოცა, – ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განცხადა.

მისი განცხადებით, პუტინი ანადგურებს უკრაინელებს.

“მან უკვე მოკლა ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლში, რაც ცივილიზებული სამყაროსგან ძლიერ რეაქციას მოითხოვს” – აცხადებს ვადიმ ბოიჩენკომ.

მისი თქმით, გენოციდი უნდა შეწყდეს.

„შესაძლოა სოფელ მანგურში ოკუპანტებმა მარიუპოლის 3000-დან 9000-მდე მცხოვრები დაკრძალეს. ამაზე მიუთითებს ბუჩაში სამარხის თანამგზავრის ფოტოებთან შედარება. ბუჩაში სამარხებში 70 ადამიანი იპოვეს და მას 9 აპრილს მიქსარის მიერ გადაღებულ სურათებში მანგურის მასობრივი საფლავები 20-ჯერ აღემატება. მთელი აპრილის განმავლობაში ოკუპანტები ახალ ორმოებს თხრიდნენ და ყოველდღიურად ცხედრებით ავსებდნენ. ჩვენი წყაროები იუწყებიან რომ ასეთ საფლავებში ცხედრები რამდენიმე ფენად არის ჩასვენებული. მარიუპოლში 21-ე საუკუნის უდიდესი დანაშაული მოხდა, ეს არის ახალი ბაბი იარი, სადაც ჰიტლერმა ებრაელები, ბოშები და სლავები დახოცა, ახლა კი პუტინი ანადგურებს უკრაინელებს. მან უკვე მოკლა ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მარიუპოლში, რაც ცივილიზებული სამყაროსგან ძლიერ რეაქციას მოითხოვს, გენოციდი აუცილებლად უნდა შეწყდეს!“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები