LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1-ლი მაისიდან თბილისში ოპერირებას გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიაკომპანია იწყებს

724
278572794_5194256050598908_8804299145678123540_n

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. მიმდინარე წლის 1 მაისიდან, გერმანული Condor რეგულარულ რეისებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრანკფურტი – თბილისი – ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე ფრენები 28 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Condor-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 20 აპრილს მიანიჭა.

1955 წელს დაფუძნებული ავიაკომპანია Condor, დღეისათვის, მსოფლიოს 90-მდე მიმართულებით ოპერირებს. გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული გადამყვანის ავიაპარკი 50-ზე მეტ საჰაერო ხომალდს ითვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები