LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი და სხვები – ექსპერტებმა ევროპის საუკეთესო ნუდისტური პლაჟები გამოავლინეს

80
Capture

ტურისტული სექტორის ექსპერტებმა ევროპის საუკეთესო ნუდისტური პლაჟები გამოავლინეს. საინტერესო სია The sun-მა გამოაქვეყნა.

რეიტინგის ლიდერი საფრანგეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში მდებარე სანაპირო Cap d’Agde გახდა. 1,5 კილომეტრის სიგრძეზე გადაჭიმულ პლაჟზე დამსვენებლებს არა მხოლოდ საცურაო კოსტიუმების გარეშე დასვენება, არამედ ველურ წვეულებებზე გართობაც შეუძლიათ.

საინტერესო სიაში მეორე ადგილს საბერძნეთში, კუნძულ სკიატოსზე მდებარე პლაჟი Little Banana იკავებს. როგორც მოგზაურები ამბობენ, ეს არის იდეალური ადგილი მზის აბაზანების მისაღებად სიმშვიდეში, ცნობისმოყვარეთა თვალებისგან შორს.
და ბოლოს, ლიდერთა სამეულს გერმანია და სანაპირო Buhne ასრულებს. ეს ადგილი ნუდისტთა დასასვენებელ ადგილთა შორის ერთ-ერთი უძველესია და როგორც წესი, ხალხმრავლობასაც არ უჩივის.

საუკეთესო ნუდისტური პლაჟების მქონე ქვეყანათა სიაში მოხვდნენ ასევე – ხორვატია და ესპანეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები