LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

110
BeFunky-collage (6)

თბილისში მყოფი ჯეიმს აპატურაი დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს. 

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პირველი შეხვედრა დილით პარლამენტში აქვს დაგეგმილი. აპატურაი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარდგება.

აქცენტი კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობაზე გაკეთდება.

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. პარლამენტის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში. ის ასევე შეხვდება ელჩებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები