საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი მცირდება.
„ხორბლის მარაგები გაკვეულწილად შემცირებულია. დაახლოებით, ერთი თვის ხორბლის მარაგია. ფქვილზე ამბობენ, რომ არის. სავარაუდოდ, არის, მაგრამ ალბათ, დიდხანს ასეთი სტრატეგიით მუშაობა არ შეიძლება“,- აღნიშნა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“ საუბრისას.
მან რუსულ ბაზარზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთიდან ძირითადად ფქვილი შემოდის. „რუსეთიდან ხორბალი თითქმის არ შემოდის, ძირითადად ფქვილი შემოდის. ყველაზე კარგი რეცეპტი არის ადგილობრივი წარმოება, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა“,- განმარტა სილაგავამ.
მისი განცხადებით, საქართველო ფასების მხრივ მსოფლიო ტრენდს მიყვება და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. როგორც ლევან სილაგავა აღნიშნავს, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა ამ თვალსაზრისით ბაზარზე ვითარება გაართულა.