LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მომხმარებელი იმდენ ტანსაცმელს აღარ ყიდულობს, რამდენსაც ყიდულობდა“ – საქართველოში სამოსი მეორეხარისხოვანი ხდება

478
29511932_1909820395757452_342777215845668850_n

ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სხვა დარგების მსგავსად, პრობლემები შეუქმნა რითეილ სექტორსაც.

მაღაზიათა ქსელ „კოტონის“ საოპერაციო მენეჯერი რუსუდან ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მომხმარებელი ტანსაცმლის ყიდვაზე უკვე ნაკლებს ხარჯავს. საკითხზე მან bm.ge-სთან ისაუბრა.

„ჩვენთან საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები დადიან, ამიტომ გართულებული ეკონომიკური ვითარების ფონზე, მსყიდველუნარიანობის პრობლემა არსებობს. მომხმარებელი იმდენ ტანსაცმელს აღარ ყიდულობს, რამდენსაც ყიდულობდა; თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, ტანსაცმელი მეორეხარისხოვანი გახდება“, – ამბობს რუსუდან ჯანეზაშვილი bm.ge-სთან.

მისივე განმარტებით, თუ ქვეყანაში არსებულმა ორნიშნა ინფლაციამ კლება არ დაიწყო, მომავალი წლისთვის ტანსაცმელზე ფასების ზრდა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები