იუმორისტი ნიკა ქავთარაძემ ლელა წურწუმიას შოუში აღიარა, რომ საკუთარი ხუმრობების გამო უნანია. მან ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენა, მათგან ერთი გელა ჩარკვიანს უკავშირდება.
„გვყავდა გელა ჩარკვიანი სტუმრად, მაშინ გელა იყო სააკაშვილის მრჩეველი. სულ მიშასთან ერთდ იყო. სტერეოტიპი იყო, რომ მიშა დაცასაც კი ღლის, ისე ჩხარა დარბის. გელას ძალიან უშუალო ხუმრობით, ასაკს გავუსვით ხაზი, რომ მიშა დარბის და შენ რომ არ გაგიჭირდეს დაწევა, სამაკატკა ვაჩუქეთ. ადგა კაცი და რომ გაიარა უცებ აღვიქივი, რომ კოჭლია. უცებ ხუმრობა გახდა მაგაზე, რაზეც მე არასოდეს ვიხუმრებ, როცა კაცს ფეხი სტკივა და იმას უთხრა აგერ შენ ბორბლები. ხუმრობა შეიძლება გახდეს სხვა რამე, რაზეც არც გიფიქრია. კონტექსტი ეგ არის, როცა ხალხი გინდა გააცინო და ატკენ.
მნიშვნელოვანი სინანული, რაც არ მშორდება მაქვს ერთი, რაც არასდროს მითქვამს. ვნერვიულობ როცა ამაზე ვლაპარაკობ, ეს არის ჩემი პირადი ჯოჯოხეთი. მყავდა ერთი კლასელი, უსაყვარლესი შშმ ბიჭი, კლასში მის მანერას ბავშვები აქილიკებდნენ, მას ძალიან სწყინდა. ერთ მომენტში ბრბოს ნაწილი რომ იქცევი, მეს დავცინე, ცარციანი ბალიში ვესროლე. მთელი პრობლემა არის იმაში რომ, სკოლა რომ დავამთავრეთ ძალიან მალე გარდაიცვალა. წლების მერეც, როცა დედამისი და და მხვდებოდნენ, მახსენებდნენ რომ გიორგის ძალიან ვუყვარდი. კლასში ყველაზე მეტად ვუყვარდი. ძალიან ცუდად მხდის ეს ამბავი, მე ასეთი ტრავმა არ მაქვს ცხოვრებაში. მინდა ვუთხრა ყველას, შეიძლება იმ მომენტში სიგიჟე ჩავიდინოთ და ცხოვრება გაგვიფუჭდეს. მე ვერაფერს ვუშვები ამ სევდას. ჩემში არის დიდი ლოდი, კატასტროფული ამბავია“, – მოჰყვა თავის ისტორია ქავთარაძემ,