LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში 200 000 ადამიანი სამსახურს კარგავს

109
full

რუსეთის დედაქალაქში 200 000 ადამიანი სამსახურს კარგავს, მას შემდეგ, რაც დასავლურმა კომპანიებმა იქ მუშაობა შეწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ განცხადება, რუსეთის მერმა სერგეი სობიანინმა გააკეთა, ინფორმაციას კი „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობითვე, რუსეთის მთავრობამ 41 მილიონი დოლარის ოდენობის დასაქმების პროგრამა დაამტკიცა, რაც „სოციალურად მნიშვნელოვან“ დროებით სამუშაოს და გადამზადებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რუსეთი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამასთან, ექსპერტები ელიან, რომ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა ექნება და რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები