„9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში – ასე რომ, გაყოფა მთლად ასეც არ არის!“ – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილმა ამ თემაზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების თარიღის, 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნის თაობაზე ოპოზიციის წარდგენილი ინიციატივა, ცხარე დისკუსიის საგანი გახდა.
პროექტის ავტორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ბიურომ მხარი არ დაუჭირა.