LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ გამოხვიდეთ სამალავიდან! არ შეეცადოთ დამოუკიდებლად დატოვოთ კრემენაია! საშიშია!“ – სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქი კრემენაია დაიკავეს

166
კრემენაია

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ კრემენაია დაიკავეს. ამის შესახებ ლუგანსკის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი აცხადებს.

მისივე ცნობით, გარდა ამისა, ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო მანქანას.

„მანამდე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა,  ხალხი დამოუკიდებლად ცდილობდა წასვლას. „რაშისტებმა“ მათ ცეცხლი  განზრახ გაუხსნეს. არ გამოხვიდეთ  სამალავიდან!!! არ შეეცადოთ დამოუკიდებლად დატოვოთ კრემენაია! საშიშია!“ – წერს გაიდაი სოციალურ ქსელში.

რუსი დამპყრობლები ქალაქ კრემენაიაში შევიდნენ, დაიწყო ქუჩის ბრძოლები – მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია: გაიდაი

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები