რუსთავში 40 წლამდე ქალმა ბენზინი შეიძინა, მამაკაცს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა. ადგილზე მისულს კი მცირე კამათის შემდეგ ბენზინი გადაასხა. იმ დროს, როდესაც ქალი სანთებელის ანთებას და ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა, კაცმა გაქცევა მოახერხა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მას მერე რაც ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოიყვანა, ქალმა ყოფილი ქმრის მსუბუქი ავტომობილი ქვებით დააზიანა.
მამაკაცმა კი ადგილიდან მიმალვის შემდეგ 112-ში დარეკა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. მისამართზე მისულმა სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ 157-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით ყოფილ მეუღლეებს შორის დაპირისპირება ადრეც მომხდარა.
წყარო: ინფო რუსთავი