ირმა ხეცურიანი სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის სან-პაულუს მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ხმლით ფარიკაობაში, ფინალში ირმა ხეცურიანი იტალიელ როსანა პასკულინის შეხვდა და ანგარიშით 15:7 დაამარცხა.
დღესვე, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი პირველი ადგილისთვის გუნდურ შეჯიბრში იბრძოლებენ.