LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ დროულად… მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა: ურსულა ფონ დერ ლაიენი

98
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდონ დროულად, რადგან მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა“. მისივე განმარტებით, ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი შეიძლება მიმართული იყოს რუსეთის ბანკის, Sberbank-ის წინააღმდეგ და მოიცავდეს ემბარგოს რუსულ ნავთობზე.

„ეს ეხება ყველა წევრ ქვეყანას: მათ, ვისაც სწრაფად შეუძლია, უკრაინას იარაღი უნდა მიაწოდოს დროულად, რადგან მხოლოდ ასე გადარჩება უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, – განაცხადა ლაიენმა.