ხობში, მდინარე მუნჩიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცს მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ის მდინარეში მაშინ ჩავარდა, როცა ნავით მის გადაკვეთას ცდილობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.