LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილი ქალბატონები, რომლებიც ცოლად საკუთარ თაყვანისმცემლევს გაყვნენ

95

ჰოლივუდში ხშირია შემთხვევები, როდესაც ცნობილი ქალბატონები თავის თაყვანისმცემლებს არამარტო ყურადღებას აქცევენ, არამედ ცოლადაც მიჰყვებიან.

გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე გახმაურებულ ისტორიას:

რიზ უიზერსპუნი

თავდაპირველად ის ცოლად რაიან ფილიპს გაყვა, შემდეგ რომანი ჯეიკ ჯილენჰოლთანაც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი აგენტ ჯიმ ტოტზე გააკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის უიზერსპუნის დიდი ხნის თაყვანისცემელი იყო და მისი მონაწილეობით ყველა ფილმი ზეპირად იცოდა.

 

ჯულია რობერტსი

კინოოპერატორი დენიელ მოდერა დაჟინებით ადევნებდა თვალ-ყურს ჯულიას შემოქმედებას, თუმცა ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ჰოლივუდის ლამაზმანთან ოჯახი ექნებოდა და სამი შვილიც ეყოლებოდა. წყვილს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახის სტატუსი აქვს.

 

ჯესიკა ალბა

„შესანიშნავი ოთხეულის“ გადაღებებზე ჯესიკამ მოკრძალებული ასისტენტი, კეშ უორენი გაიცნო, რომესაც ლამაზმანი ყურებამდე შეუყვარდა. სამი წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა. ასისტენტობიდან კი კეში ალბას მიერ დაარსებული კომპანიის, The Honest Company-ის პროდიუსერი და ხელმძღვანელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები