LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები

247
იყიდება-მიწის-ნაკ-249310674_large

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ 2020 წელს შექმნილ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის უმთავრესი ფუნქცია მიწის ფონდის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და მიწის კადასტრის წარმოების მეთოდოლოგიის დანერგვაა. ამის შესახებ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეიქმნება მიწის ბალანსის განახლებადი მონაცემები. „დაინერგება სატელიტური მონიტორინგის სისტემა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2022-2024 წლებში განახორციელებს. ეტაპობრივად, აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები, რაც, დამეთანხმებით, უმნიშვნელოვანესი პროცესია. სისტემური რეგისტრაციის პარალელურად, ვგეგმავთ მიწის კონსოლიდაციის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რაც დაგვეხმარება ქვეყანაში ფრაგმენტირებული მიწის ნაკვეთების გასაერთიანებლად სტრატეგიული ხედვისა და ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბებაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები