ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში აზიარებს ახალ ამბავს იმის შესახებ, რომ უილ სმიტს „ოსკარის“ ცერემონიაზე დასწრება 10 წლით აუკრძალეს იმ ცნობილი ინციდენტის გამო, რომელიც კრის როკთან შეემთხვა.
თამარ ივერი წერს:
„გასაგებია, უტაქტოდ მოიქცა, მაგრამ ეს 10 წელი რა უბედურებაა. 2-3 წელი ყოფილიყო.ე. ი. გამოდის, ვეღარც წარადგენენ პოტენციურად.
უილ, აი, 10 წლის მერე რომ დაგპატიჟებენ, როგორც „დასჯილ და ჭკუანასწავლ ბიჭუნას”, თუ შუა თითს აჩვენებ და არ გამოცხადდები, ვაჟკაცად ჩაგთვლი…“