კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინის ნათლიმამად წოდებული მედვედჩუკი „ყოველთვის მშვიდობისა და ომის წინააღმდეგი იყო.“
მისივე თქმით, უკრაინაში არანაირი სამხედრო ოპერაცია არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კიევი ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით, მედვედჩუკის იდეებს გაითვალისწინებდა.
კრემლის პრესსპიკერი მედვედჩუკის ტყვეებში გაცვლასთან დაკავშირებით, ზელენსკის ინიციატივასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ის რუსეთის მოქალაქე არაა.
ზელენსკი რუსეთს პუტინის შვილის ნათლიის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს
თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს
„ის რუსეთის მოქალაქე არაა. საგარეო პოლიტიკური ფიგურაა და ჩვენ საერთოდ არ ვიცით, სურს თუ არა ეს მას“, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. ფოტო უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გაავრცელა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.