LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა ნექტარიოს მჭედლიძე: „როგორ შეიძლება, ქრისტიანი უწოდო ერს, რომლის პატრიარქიც იმ ჯარს ლოცავს, ბავშვებს რომ აუპატიურებს და ხოცავს?!“

334
mama-neqtariosi

უკრაინაში ქალაქ რივნეს მართლმადიდებლური აღმსარებლობის ეკლესიაში სასულიერო პირი, მამა ნექტარიოს მჭედლიძე მსახურობს. უკვე 4 წელია, რაც უკრაინაში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული ენა ჯერ კიდევ არ იცის კარგად, ათასობით უკრაინელია მის მრევლში.

მამა ნექტარიოს მჭედლიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონასტერი, სადაც თავად არის, 24 თებერვლიდან დაწყებული, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ამზადებენ კერძებს, სამოსელს და აწვდიან ჯარისკაცებს. იღებენ მარიუპოლიდან და ხარკოვიდან ჩასულ ბავშვებს, კვებავენ ლტოლვილებს.

„ბუჩაში ხდება სრული ჯოჯოხეთი ხალხო, სარდაფებში ბავშვებია გაკოჭილი და დახვრეტილი“- მამა ნექტარიოს მჭედლიძე

მამა ნექტარიოსი: 

„როგორ შეიძლება, ქრისტიანი უწოდო ერს, რომლის პატრიარქიც იმ ჯარს ლოცავს, ბავშვებს რომ აუპატიურებს და ხოცავს?! ბუჩაში 11 წლის ბიჭი ოთხმა ჯარისკაცმა დედის თვალწინ გააუპატიურა. ამ ჯარისკაცს რუსეთის პატრიარქი ლოცავს და როგორ შეიძლება, მათ ერთმორწმუნე ერი ვუწოდოთ?! ყველაზე დიდი მტერი დღეს ქრისტიანებისთვის რუსეთის ეკლესიაა.

მარიუპოლში ქრისტეს ამაღლების ეკლესია გადაწვეს, ყველა ხატი და სიწმინდე გაანადგურეს და იქ, საკურთხეველში, წმინდა ადგილას სამხედრო შტაბი გახსნეს. საკურთხეველში სიგარეტს ეწეოდნენ, საჭმელებს აკეთებდნენ და კიდევ ვინ იცის, რას… წარმოიდგინეთ, რა დონეზე დაეცნენ, რომ ბავშვები ხოცეს და ძაღლები ქრისტესავით გააკრეს ჯვარზე…“

მამა ნექტარიოს მჭედლიძე: “რამდენიმე წუთის წინ, რუსმა ოკუპანტებმა, ჩვენი უკრაინის ეკლესიის იღუმენი პლატონი მოკლეს მონასტერში”

მამა ნექტარიოს მჭედლიძე: “როცა აქ გამწარებულ დედებს უყურებ როგორ მიაბარებენ მიწას 24 და 30 წლის შვილებს, პუტინი როგორ დავლოცო, ამიხსენით, ფარისევლებო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები