“ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე უბრალოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო”, – ამის შესახებ “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სტეფანჩუკსა და პაპუაშვილს შორის საუბარი დღეს შედგება
“მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში.
ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან. ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას, მაგრამ პრორუსი და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი!”, – წერს ელენე ხოშტარია.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 8 აპრილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა უკრაინელი კოლეგის მიწვევას ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით.
ბუჩა არის რუსული არმიისგან დახსნილი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსი სამხედროების მიერ ასეულობით დახვრეტილი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ რადის თავმჯდომარისგან ნამდვილად მიიღო მიწვევა ბუჩაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა საპასუხო განცხადებაში არ უთქვამს, რომ უკრაინაში ჩასვლას აპირებდა.