LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2008 წლიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტა ძალაში დარჩა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდეს: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

78
1626416199-1613715496-1612505011-1593439689-1588873688-1577131315-სახელმწიფო-დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.

ანგარიშში წერია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმაა და დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ძალები უჭერენ მხარს.

” 2008 წლიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტა ძალაში დარჩა, თუმცა რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდეს. ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები ამ რეგიონებში მოიცავდა სარწმუნო ცნობებს შემდეგ თემებზე: უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების, ხმის მიცემის ან პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის შეზღუდვა და ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების შესაძლებლობის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ოფიციალური ინფორმაცია იყო ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო ხელისუფლებამ უარი თქვა 2008 წლის კონფლიქტის შედეგად განდევნილი ეთნიკური ქართველების უმეტესობის დაბრუნებაზე. დე ფაქტო ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის უფლება არ მისცა ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. გაიზარდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „ბორდერიზაცია“ რუსეთის მხრიდან, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება. რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში ჩაიდინეს დარღვევები, რაც დაუსჯელი დარჩა“, – ნათქვამია ანგარიშში.