კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, “დელტას” მეშვეობით, დაახლოებით 41 კმ2 ტერიტორია დამუშავდა და ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი განეიტრალდა.
როგორც სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში აცხადებენ, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა:
“12 აპრილს, კახეთის რეგიონში, კერძოდ ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სეტყვასაშიში ღრუბლის მასების გააქტიურება შეინიშნებოდა. მოსალოდნელი სეტყვის მარცვლის ზომა, წინასწარი გათვლით, 5 მმ-ს შეადგენდა.
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, დამუშავდა დაახლოებით 41 კმ2 ტერიტორია და განეიტრალდა ღრუბლებში სეტყვის მარცვლების წარმოქმნის პროცესი.
“დელტას” სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში 24-საათიანი მონიტორინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.