LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში 45 წლის მამაკაცი ფოიერვერკის გაშვების გამო დააკავეს – მოქალაქეებმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივი აეროპორტი იბომბებოდა

112
კურსკი

რუსეთში, კურსკის მცხოვრებლებმა ფოიერვერკის გამო, პოლიციას მიმართეს, ხოლო თავად ზეიმის ავტორი დააკავეს.

ამის შესახებ მედია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს კურსკის ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეებმა ხმაური დაახლოებით 22:30 საათზე გაიგეს, რა დროსაც პანიკა ატყდა. პოლიციამ  მოქალაქეების მასობრივი შეტყობინებები მიიღო.

კურსკის მცხოვრებლებმა ცის სიკაშკაშის ვიდეო გადაღება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება დაიწყეს, რასაც თან ახლდა გაბრაზებული კომენტარები. ერთ-ერთ ჩანაწერზე, კურსკის მცხოვრებლები წერდნენ, რომ ეს იყო ადგილობრივი აეროპორტის დაბომბვა.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ფოიერვერკი 45 წლის მამაკაცმა გაუშვა, რომელიც წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.

„კურსკის მოქალაქის წინააღმდეგ უკვე შედგენილია ადმინისტრაციული ოქმი მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევისთვის. ასევე, სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო, დაკავებულის პასუხისგებაში მიცემის საკითხი უკვე შედგენილია“, – განაცხადა უფროსმა ინსპექტორმა, სერგეი რუჟიცკიმ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები