HBO-ს პოპულარული სერიალის, “ველური დასავლეთის სამყაროს” მეორე სეზონის ფინალი, პირველთან შედარებით, მკვეთრად დაბალი რეიტინგის აღმოჩნდა.
როგორც Variety წერს, მეორე სეზონის დასკვნით სერიას 1,6 მილიონმა ადამიანმა უყურა, ხოლო სერიის დემო-რეიტინგმა მხოლოდ 0,6 აჩვენა. ეს ყველაფერი კი გასული სეზონის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ პროექტში მთავარ როლებს ევან რეიჩელ ვუდი, ენტონი ჰოპკინსი, ტენდი ნიუტონი, ედ ჰარისი და სხვა ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ.