LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინაში გაზაფხულია, გამოიდარა და იმის ნაცვლად, რომ ბავშვები გარბოდნენ ბაღებში, სკოლებში, ხალხი მიდიოდეს სამსახურში, იბომბება სამშობიაროები, საავადმყოფოები” – ნინო კასრაძის ემოციური მიმართვა

272
Untitled

უკრაინისთვის – ამ სახელწოდების საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც ფილარმონიაში მიმნდინარეობს, მსახიობი ნინო კასრაძე ერთ-ერთი თანაწამყვანია.

ღონისძიების გახსნისას მან საზოგადოებას ემოციური სიტყვით მიმართა.

„უკრაინაში გაზაფხულია, გამოიდარა და იმის მაგივრად, რომ ბავშვები გარბოდნენ ბაღებში, სკოლებში, ხალხი მიდიოდეს სამსახურში, ნაცვლად ამისა იბომბება სამშობიაროები, საავადმყოფოები. უამრავი ხალხი იღუპება და სიკვდილის წინ თავიანთი ახლობლების ტანჯვას, წამებას ტკივილს უყურებენ. ეს მთელი მსოფლიოს ტკივილია, მათ შორის ჩვენი, საქართველოს ტკივილია. ჩვენ ვიცით რა არის ომი, ჩვენ ვიცით რა არის მსხვერპლი“, – თქვა ნინო კასრაძემ.

“უკრაინისთვის”  – ამ  სახელწოდებით აქცია-კონცერტი ფილარმონიაში მიმდინარეობს. ღონისძიებაში ქართველი და უკრაინელი მუსიკოსები მონაწილეობენ.

უკვე საქართველოში იმყოფება ლვოვის საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი.  ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, “სუხიშვილები”, უკრაინელი მომღერალი ჯამალა, ნინო ქათამაძე და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები