„NATO-ს შემდგომი გაფართოება ევროპას მეტ სტაბილურობას არ მოუტანს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ალიანსი კონფრონტაციის ინსტრუმენტია.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ თავად ალიანსი კონფრონტაციის ინსტრუმენტია. ეს არ არის ის ალიანსი, რომელიც მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს და მისი შემდგომი გაფართოება არ მგონია, რომ ევროპის კონტინენტზე დამატებით უსაფრთხოებას მოიტანს“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ბოლო 2 დღეა დასავლური მედია წერს, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ.